ფინანსები
11/11/2020

ლარი ისევ გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.2863 ლარი ღირს

11  ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0323  თეთრით გამყარდა.შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2863 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0323 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0401 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ დოლარი გამოიტანა.აუქციონზე 37,2 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.

ამ დროისთვის სებ-ს წლის დასაწყისიდან 747 მლნ დოლარის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.