ფინანსები
11/12/2020
ლარი გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 3.2870 ლარი ღირს
11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2870 ლარი გახდა.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9861 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9731 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0130 შეადგინა.