ფინანსები
23/12/2020
ლარი გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 3.2704 ლარი ღირს
23 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2704 ლარი გახდა.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9830 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9979 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 შეადგინა.