ფინანსები
21/09/2023

ლარი გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 2.6879 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.29 თეთრი  შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8631 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.06 თეთრით შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს დოლარი მიაწოდა.

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი. 

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა.

შეგახსენებთ, სებ-მა გუშინაც განახორციელა ინტერვენცია და  სავალუტო აუქციონზე  20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. გუშინ ამ ტრანზაქციით მიმოქცევიდან 50 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.

Businesspartner