ფინანსები
10/11/2020
ლარი გამყარებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი 3.3186 ლარი ღირს
10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0122 თეთრით გამყარდა.შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3186 ლარი გახდა.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0407 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ დოლარი გამოიტანა.აუქციონზე 37,2 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.
ამ დროისთვის სებ-ს წლის დასაწყისიდან 747 მლნ დოლარის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.