
ლარი გამყარდა, რუბლი გაუფასურდა
ლარი/დოლართან, მაისში 3.8%-ით გამყარდა. სებ-ის „თვის მიმოხილვით“, აპრილში კი ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 5.4%-ით გამყარებულია, $1/₾3.24-დან, $1/3.066-მდე.
ბოლო 10 დღეა კურსის ნიშნული 3-ს ჩამოცდა. სებ-მა ინტერვენციებიც კი დაიწყო შესყიდვის მიმართულებით.
აპრილში ბაზარს $40 მლნ-მდე მიაწოდა.იმავე თვეში ბიმეჩზე შესყიდვები დაიწყო. მცირე მოცულობებით $5 მლნ-მდე . მაისში კი უკვე სავალუტო აუქციონზე $10 მლნ-იც შეისყიდა და მიმოქცევაში 30 მლნ -მდე ეროვნული ვალუტა გაუშვა. აპრილში მთლიანობაში, წმინდა უცხოური აქტივები $36 მილილონით შემცირდა.
აპრილის თვის საშუალო მაჩვენებლებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე ევრო დოლარის მიმართ - 1.4%-ით გაუფასურდა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან, თურქული ლირა /დოლართან 0.6%-ით გაუფასურდა, რუბლი 26%-ით და სომხური დრამი - 5.5%-ით გამყარდა.