ფინანსები
16/06/2021
ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა
16 ივნისის ვაჭრობის შედეგად,1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.