ფინანსები
25/11/2020
ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.3138 ლარი ღირს
25 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან გამყარდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9447 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 შეადგინა.