ფინანსები
07/12/2020
ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.2910 ლარი ღირს
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარედა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2910 ლარი გახდა.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0457 შეადგინა.