ფინანსები
16/12/2020

ლარი გამყარდა -1 აშშ დოლარი 3.2811 ლარი ღირს

16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2811 ლარი გახდა.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0043 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0006 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 შეადგინა.