ფოტო: iStock
ფინანსები
07/02/2022

ლარი ძვირდება, ბაზარი მოლოდინის რეჟიმშია

სებ-მა გასულ კვირაში 8.7 მლრდ ლარის რეფინანსირების სესხები გასცა.  ცენტრალური ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტების შემცირებით ლარის გამყარების ვერსიას, რომელიც ნაცმოძრაობის ეკონომისტს, სებ-ის ექსპრეზიდენტს რომან გოცირიძეს ეკუთვნის, ბაზარი არ იზიარებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, დასკვნის გაკეთება მხოლოდ გრძელვადიანი ტრენდით არის შესაძლებელი და არა წინა თვეებთან შედარებით. დეკემბერთან შედარებით 3 მლრდ-იანი კლება კი აღნიშნება, თუმცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის ინექციაც 8 მლრდ ლარამდე იყო. 3/02/2021-ის მდგომარეობით კი უფრო ნაკლებიც კი - 7 მლრდ ლარი.

რეფინანსირების სესხების ნაშთი, 01.01.2022-ისთვის 2.07 მლრდ ლარია, მათ შორის 400 მლნ ერთთვიანი (01.01.2021 – 2.1 მლრდ; 400 მლნ)

სებ-ის სტატისტიკით, მიმოქცევაში ლარის მასა არ არის გაზრდილი 4.6 მლრდ ლარია (01.01.2021 – 4.6 მლრდ), ქეშ ოპერაციები შემცირებულია. როგორც ფინანსისტები განმარტავენ, ძვირი ლარი ნიშნავს მიმოქცევაში ნაკლებ ლარს (სიძვირე მოთხოვნას ამცირებს და პირიქით). როგორც იცით, ძირითადი განაკვეთი 10.5%-ია.

ფულად ბაზარს ძირითადად წარმოადგენს სარეზერვო ფული (მათ შორის ნაღდი ფული), რომელიც 01.01.2022-ისთვის 10.3 მლრდ ლარია (01.01.2021 – 10.5 მლრდ). ბანკების დეპოზიტებზე 5.8 მლრდ-ია, აქედან  5.1 მლრდ სავალდებულო რეზერვებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023