ფინანსები
13/12/2021
ლარი ძირითად პარტნიორ ვალუტებთან გამყარდა - $1/₾3.1 ღირს
13 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1002 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4924 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2177 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1068 ლარი ეღირება.