ფინანსები
11/03/2022
ლარი დოლართან კიდევ 8.81 თეთრით გამყარდა, ევროსთან 11.2 თეთრით
სებ-ის ინტერვენციის შემდეგ, ეროვნული ვალუტა უკვე მეორე დღეა მყარდება.
11 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2308 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5487 ლარია. ევროს ცვლილებამ 11.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2158 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2278 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს $50 მლნ მიაწოდა, თუმცა სავალუტო აუქციონზე მხოლოდ $39,57 მლნ გაიყიდა.