ფინანსები
15/03/2022
ლარი დოლართან გამყარდა - $1/₾3.2178 ღირს
15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2178 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.44 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5383 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2174 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1944 ლარი ეღირება.