ფინანსები
15/02/2022
ლარი დოლართან ერთბაშად 6 თეთრით გაუფასურდა - $1/₾3.0276 ღირს
15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0276 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -5.89 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4348 ლარია. ევროს ცვლილებამ 7.54 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2219 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1030 ლარი ეღირება.