ფინანსები
26/01/2022
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გამყარდა - $1/₾3.0696-ია
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0696 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.24 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4625 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2270 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1464 ლარი ეღირება.