ფინანსები
27/01/2022

ლარი დოლართან და ევროსთან გამყრების ტრენდს ინარჩუნებს

უკვე რამდენიმე დღეა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მყარდება.

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0637 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.59 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4298 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2250 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1133 ლარი ეღირება.