ფინანსები
07/04/2022

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - $1/₾3.0836 ღირს

7 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0836 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3577 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2090 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0309 ლარი ეღირება.