ფინანსები
10/03/2022
ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა - $1/₾3.3189 ღირს
ეროვნული ბანკის ჩარევამ ეროვნული ვალუტა გაამყარა.
10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3189 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6607 ლარია. ევროს ცვლილებამ 7.53 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2246 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3644 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს $50 მლნ მიაწოდა, თუმცა სავალუტო აუქციონზე მხოლოდ $39,57 მლნ გაიყიდა.