
ფინანსები
29/03/2022
ლარი დოლართან 5.63 თეთრით, ევროსთან 4.02 თეთრით გამყარდა
29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1354 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.63 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4652 ლარია. ევროს ცვლილებამ 4.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2114 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1074 ლარი ეღირება.