ფინანსები
30/03/2022
ლარი დოლართან 3.41 თეთრით, ევროსთან 1.56 თეთრით გამყარდა
ეროვნული ვალუტა უკვე მესამე დღეა მყარდება. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1013 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.41 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4496 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2113 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0732 ლარი ეღირება.