ფინანსები
10/02/2022
ლარი დოლართან 2.13 თეთრით გაუფასურდა - $1/₾2.9544 ღირს
3 კვირიანი გამყარების შემდეგ, ლარი უკვე მეორე დღეა ისევ უფასურდება.
10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9544 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3801 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.55 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2180 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.0079 ლარი ეღირება.