ფინანსები
02/08/2021

ლარი დოლართან 2.02 თეთრით გამყარდა - $1/₾3.1042-ია

2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1042 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.02 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6906 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3712 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3161 ლარი ეღირება.