ფინანსები
11/02/2021
ლარი დოლართან 1.62 თეთრით გამყარდა - $1/₾3.2950 ღირს
11 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2950 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.62 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9965 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.80 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4671 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.5553 ლარი ეღირება.