ფინანსები
16/08/2022

ლარი დოლართან 1.42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.48 თეთრით გამყარდა

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8019 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.42 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8378 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1560 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3682 ლარი ეღირება.