ფინანსები
09/02/2022

ლარი დოლართან 1.31 თეთრით გაუფასურდა

9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9331 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.31 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3546 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2158 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.9840 ლარი ეღირება.