ფინანსები
18/03/2022
ლარი დოლართან 1.13 თეთრით, ევროსთან 1.18 თეთრით გამყარდა
18 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2096 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5431 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.18 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2168 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2145 ლარი ეღირება.