ფინანსები
16/03/2022
ლარი დოლართან 0.96 თეთრით, ევროსთან 1.02 თეთრით გაუფასურდა
16 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2274 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.96 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5485 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.02 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2197 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2150 ლარი ეღირება.