ფინანსები
18/04/2022
ლარი დოლართან 0.93 თეთრით, ევროსთან 1.37 თეთრით გამყარდა
18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0613 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.93 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3053 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2090 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9873 ლარი ეღირება.