ფინანსები
28/07/2022
ლარი დოლართან 0.88 თეთრით, ევროსთან 1.37 თეთრით გამყარდა
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7703 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.88 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8071 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1545 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3565 ლარი ეღირება.