ფინანსები
15/04/2021

ლარი დოლართან 0.69 თეთრით გამყარდა - $1/₾3.4363 გახდა

15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4363 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.69 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.1115 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4271 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.7363 ლარი ეღირება.