ფინანსები
10/11/2022

ლარი დოლართან 0.67 თეთრით, ევროსთან 3.32 თეთრით გამყარდა

10 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7261 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7114 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1465 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1028 ლარი ეღირება.

Businesspartner