
ფინანსები
15/04/2022
ლარი დოლართან 0.35 თეთრით, ევროსთან 3.36 თეთრით გამყარდა
15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0706 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.35 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3190 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.36 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2098 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0136 ლარი ეღირება.