ფინანსები
24/01/2022
ლარი დოლართან 0.31 თეთრით, ევროსთან 1 თეთრით გამყარდა
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4808 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2287 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1515 ლარი ეღირება.