ფინანსები
13/07/2021

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა - $1/₾3.1404-ია

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1404 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.25 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7201 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3649 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3523 ლარი ეღირება.