ფინანსები
25/11/2021

ლარი დოლართან 0.24 თეთრით, ევროსთან 0.08 თეთრით გამყარდა

25 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1129 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4927 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2590 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1470 ლარი ეღირება.