ფინანსები
18/02/2021

ლარი დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა

18 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3021 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9837 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4754 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5988 ლარი ეღირება.

შეგახსნებთ, რომ სებ-მა დღეს სავალუტო ბაზარზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. 1 იანვრიდან დღემდე ეს მესამე ინტერვენციაა, მთლიანი მოცულობა 120 მლნ დოლარია.