ფინანსები
11/01/2022

ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.02 თეთრით გაუფასურდა

11 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0893 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5002 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2236 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2027 ლარი ეღირება.