ფინანსები
03/11/2020

ლარი დოლართან 0.0550 თეთრით გაუფასურდა,ევროსთან - 0.0825 თეთრით

3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0550 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2988 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0550 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა ევროც. ვაჭრობის შედეგად,მისი კურსი 3.8586 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7761 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0825 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ  მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.