ფინანსები
02/11/2020

ლარი დოლართან 0.0111 თეთრით გაუფასურდა,ევროსთან - 0.0029 თეთრით

2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0111 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2438 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა ევროც. ვაჭრობის შედეგად,მისი კურსი 3.7761 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7732 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს  მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.