ფინანსები
04/08/2021

ლარი ბოლო პერიოდის გამყარების მიუხედავად, წლიურად 2.6%-ითაა გაუფასურებული

ლარი, მიუხედავად ბოლო პერიოდის გამყარებისა, წლიურად მაინც გაუფასურებულია.

სებ-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 1.8%-ით გამყარდა, თუმცა მინუსებშია წლიურ ჭრილში და 4.3%-იან გაუფასურებას აჩვენებს.

"რაც შეეხება ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებულ გაცვლით კურსს, 2021 წლის მეორე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.8%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად 2.6%-ით გაუფასურდა", - აღნიშნულია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლარის მიმართ 0.4%-ით, ევროსთან 0.2%-ით გაუფასურდა. კვარტალის საშუალო მონაცემებით, ლარი რუსულ რუბლთან 3.5%-ით გაუფასურდა, თურქულ ლირასთან 11.6%-ით გამყარდა.

აღსანიშნავია, რომ რეალური გაცვლითი კურსის გაუფასურება ფიქსირდება თითქმის ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან, გარდა თურქეთისა და სომხეთისა.