
ფინანსები
07/06/2023
ქვეყნის სავალუტო რეზერვები შემცირდა
ქვეყნის სავალუტო რეზერვები შემცირდა, თუმცა $ 5 მლრდ -იან ნიშნულს ჯერჯერობით ინარჩუნებს.
სებ-ის სტატისტიკით, სარეზერვო აქტივები მაისში, 100 მლნ-ზე მეტით შემცირდა, $ 5.005 მილიარდამდე.
სებ-ის სტატისტიკით, მარტი-აპრილის პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $540 მლნ-ზე მეტით, მხოლოდ სებ-ის Bmatch-ზე შესყიდვებით იყო გაზრდილი.
მაისში ტრანზაქციებმა მკვეთრად იკლო. Bmatch-ზე წმინდა შესყიდვები $30 მლნ-ის ფარგლებშია. როგორც იცით სებ-მა 2 ივნისს ვალუტა გამოიტანა კიდეც თუმცა შეთავაზებული $40 მილიონიდან ბაზარმა მხოლოდ $17.1 მლნ შეისყიდა.
1 ივნისისთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივები წლიურად (Y.Y) 29%-ით არის გაზრდილი (L/m +34%Y.Y).
სებ-ის წმინდა შესყიდვები(გაყიდვები)
აუქციონზე($) | Bmatch-ზე ($) | |
09/2022 | 45 905 000 | 42 700 000 |
10/2022 | 99 400 000 | |
11/2022 | 110 550 000 | |
12/2022 | 91 400 000 | |
01/2023 | 155 200 000 | |
02/2023 | 85 700 000 | |
03/2023 | 219 600 000 | |
04/2023 | 322 400 000 | |
05/2023 | 30 000 000* | |
06/2023 | (17 100 000) | 25 000 000* |
წყარო: სებ-ი
* დასაზუსტებელი