ფინანსები
11/08/2020

“ქვეყანაში დაზღვევის გამოყენების ტრადიცია არ არსებობს“ - სადაზღვევო ასოციაცია

„სექტორში ავტოდაზღვევის 7%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ან ნაწილში 15-ჯერ დაუცველია. ძალიან რთული ვითარებაა,“ - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორთან“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის მიმოხილვა, რომლის შედეგადაც საქართველოში 92,753 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საქართველოსგან განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს. როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს გარდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულოა. ჩვენს ქვეყანაში კი დაზღვევის გამოყენების ტრადიცია არ არსებობს.

„3 თაობა გავიზარდეთ საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფერზე პასუხისმგებელი მთავრობა იყო. იყო პატარა სფეროები, სადაც დაზღვევა აქტიურად არსებობდა, მაგალითად, კოლმეურნეობებზე მთავრობა არ იყო პასუხისმგებელი,რადგან კოლექტიური საკუთრება იყო და დაზღვევა აქტიურად მუშაობდა. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი დაზღვევას არ მოიხმარდა. სწორედ ამ კულტურიდან და ტრადიციიდან მოდის ის, რომ დღეს საზოგადოებას დაზღვევაზე მოთხოვნილება არ აქვს. მაგალითად, საზღვარგარეთ ადამიანი ისე არ გავა ქუჩაში, თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა არ აქვს.

დღეს მსოფლიო იბრძვის პროგნოზირებადობისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს სისტემაში, ანაზღაურდებოდეს ყველა ზარალი.ასეთი სამყარო კარგად ვითარდება. ჩვენ კი ამის გაკეთება ძალიან გვიჭირს. შესაბამისი კანონი, რომლის მიღებასაც ევროკავშირი გვავალდებულებს, პარლამენტში დევს და არც განხილულა. ეს იმიტომ, რომ ითვლება, რომ არაპოპულარულია“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 92,994 ავტომობილი, რაც ავტომობილების საერთო რაოდენობის ასევე 7%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ავტობილების დაზღვევის მაჩვენებელი მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იზრდებოდა. მაგალითად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, იმ პერიოდში დაზღვეული იყო ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 4,8% (59,768 ავტომობილი), 2018 წელს 5,9% (76 ათასი ავტომობილი), ეს მონაცემი 7% გახდა გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებით.

წელს კი, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა არ ფიქსირდება და არის უმნიშვნელო კლება, თუმცა საერთო მაჩვენებელში, დაზღვეული ავტომობილების წილი კვლავ 7%-ია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023