ფინანსები
22/09/2023

ქუდოს ჯორჯია: $57 მილიონი თავისუფლად შეიძლებოდა არ გამოყენებულიყო

საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კოტირებები სტაბილურია. იმის მიუხედავად, რომ ფასი კვირის ბოლო ვაჭრობაზეც შემცირდა. 

პარასკევს LSE-ზე BGEO (საქრთველოს ბანკის ჯგუფი) £37.6-£37-ად,TBCG (თიბისი ბანკის ჯგუფი) £29,95 -£ 29.30 -ად ივაჭრებოდა.

მოკლეხნიანი ვარდნა აღინიშნა ოთხშაბათს, სანქცირების წესში სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის შეტანილი ცვლილების გამოცხადების შემდეგ. საქართველოს ბანკის (BGEO) აქციების ფასი 35.8 ფუნტამდე დაეცა, თუმცა მალევე, სესიის დახურვისას პოზიცია აღიდგინა, ფასი GBP 36.9 -მდე გაიზარდა. ხუთშაბათს კი £ 36.9 -£ 37,2 დიაპაზონში ივაჭრებოდა.

თიბისი ბანკის  ჯგუფის  (TBCG) აქციებმა ხუთშაბათს 10%-იანი ზრდა აჩვენა, 21/09 -ის ვაჭრობა GBP 29,95-ით დახურა. მაქსიმალური ფასი 30,7 გირვანქა სტერნლინგი იყო. პარასკევის მაქსიმალური იყო GBP 29,95. 

რყევა რომ მცირედი იყო და არ გახანგრძლივდა თავად საფინანსო სისტემის დამსახურებაა. როგორც "ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ "ბიზნესპარტნიორის" პარასკევის ეთერში აღნიშნა, საბანკო სექტორს საერთაშორისო სანქციებით ოპერირებაზე რომ არ განეცხადებინა, გაურკვევლობა გაიზრდებოდა და ფასიანი ქაღალდების კოტირებებზეც აისახებოდა. 

"სულ სხვა რეალობას მივიღებდით, თუ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის გადაწყვეტლებას აღასრულებდნენ. აღქმა იქნებოდა, რომ თითქოს ქვეყანა არღვევს საერთაშორიოს სანქციებს", - ჟვანიას თქმით, სებ-ს ეს მაინც დაუჯდა $57 მილიონი, რაც თავისუფლად შეიძლებოდა დაზოგილიყო. 

LSE-ზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია, 22 სექტემბრის  მდგომარეობით, GBP3.8 მლრდ -მდეა.მ.შ. BGEO-ს £1,692 მლრდ; TBC-ის £1.621 და CGEO-£ 447 045 000.

 

Businesspartner