ფინანსები
12/11/2020
კრიზისი მთავრობას მომდევნო წლებში დაგეგმილზე მეტი ვალის აღებას აიძულებს
საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე აქამდე იყო განსაზღვრული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ახალი ვალების მობილიზების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ს 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტი 5.1%-ის ნაცვლად, 7.6%-იან დეფიციტზე დაგეგმოს