ფინანსები
10/02/2022

კრისტალს ლომბარდიდან შემოსავლები ეზრდება

კრისტალს ლომბარდიდან შემოსავლები ეზრდება. 01.01.2022 წლისთვის (Q3/2021) სალომბარდე სესხებიდან საპროცენტო შემოსავალი 7,3 მლნ ლარია, მე-4 კვარტალში 40%-ით გაეზარდა (Q3/2021 -5,3 მლნ ლარი).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთლიანი საპროცენტო შემოსავლიდან - ₾78 მლნ, ბიზნესდაკრედიტებაზე მხოლოდ 4% მოდის - 3.1 მლნ ლარის.

საცალოდან საპროცენტო შემოსავალი კი 73.8 მლნ ლარია, ბოლო კვარტალში 20 მლნ-ზე მეტით არის გაზრდილი (Q3/2021 – ₾ 53 მლნ;  + 39% Q.Q). პორტფელის შემოსავლიანობა  (საპროცენტო შემოსავალი/პორტფელთან) 21%-ია. კრისტალს 01.01.2022-ისთვის 362 მლნ ლარის სესხები აქვს გაცემული (Q3/2021 – 359.4 მლნ; + 0.8%Q.Q ).

01.01.2022                                                         

აქტივები             403,945,833 ₾

წმ. მოგება              7,266,449    ₾

შემოსავლები        76,926,502  ₾       

Q3/2021

აქტივები             401 მლნ

წმ. მოგება             5,2 მლნ

შემოსავლები         55 მლნ