ფინანსები
06/05/2020
კრისტალისა და ფინკა ბანკის გარიგება ჩაიშალა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისა და ფინკა ბანკის გარიგება ჩაიშალა.
კრისტალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კრისტალის მიერ ფინკა ბანკი საქართველოს შესაძლო შეძენასთან და შერწყმასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, მხარეებმა გადაწყვიტეს აღარ გააგრძელონ მოლაპარაკება. კონკრეტულ მიზეზებზე განცხადებაში საუბარი არ არის, თუმცა მითითებულია, რომ ორივე ორგანიზაცია ჩვეულებრივ განაგრძობს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.
შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ საბანკო ბაზარზე შესვლის გეგმასთან („ბანკ ფინკასთან“ გაერთიანების შედეგად) დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა.