ფინანსები
25/02/2021

კრისტალი: დივერსიფიცირებულ მეწარმეებთან მუშაობამ გადაგვარჩინა

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მოქალაქეები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სასესხო ვალდებულებების გადახდას ახერხებენ. „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ ბაკურაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მიზეზებს განმარტავს.

„ჩვენ ვემსახურებით მიკრო მეწარმეებს. ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ აქტიურობაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან დიდი რაოდენობით მიკრო მეწარმე გვყავს, მათ შორის, თვით დასაქმებულები. ეს ჩვენი რეალობაა. ერთი მხრივ, ცუდია, რადგან ნორმალურ დროში ეს ეკონომიკისთვის არ არის პროდუქტიული სტრუქტურა. ბიზნესები შედარებით სუსტია და არ არიან დაკავშირებული საერთაშორისო, თუ ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვებთან.

მეორე მხრივ, კრიზისის დროს დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი მედეგობა აღმოაჩნდათ. მოახერხეს, გადართულიყვნენ სხვა ბიზნეს საქმიანობებსა და შემოსავლის წყაროებზე. რეალურად, რომ არა ჩვენი მომხმარებლების უზარმაზარი გამძლეობა და ახლის ძებნის უნარი, ისინი ვერ მოემსახურებოდნენ ფინანსურ ვალდებულებებს. ფაქტობრივად, იმ რეალობამ გადაგვარჩინა, რომ ვმუშაობთ ბუნებრივად დივერსიფიცირებულ მეწარმეებთან. როგორც წესი, სესხს კონკრეტულ ფიზიკურ პირზე გავცემთ, თუმცა მათი ეკონომიკური საქმიანობის უკან ხომ მთელი ოჯახი დგას. ესაა რეალობა. ჩვენც გვჯერა მათი. გვჯერა ხვალინდელი დღის. ის აუცილებლად უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა. ჩემი აზრით, მთავარი საიდუმლო ჩვენს ამ დროებით წარმატებაში ის არის, რომ ჩვენი მეწარმეები არიან დივერსიფიცირებულები“,- განაცხადა ბაკურაძემ.

მისივე თქმით, სირთულეების მიუხედავად, 2021 წელზე დიდ იმედებს ამყარებს.

„მომხმარებელი აეწყო, აქვს პოზიტიური გეგმები. მინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს მადლობა ვუთხრა. ასეთი სირთულეების მიუხედავად, ადამიანთა უდიდესი ნაწილი ვალდებულებებს ემსახურება. ჩვენც, ფაქტობრივად, ყველას მივეცით რესტრუქტურიზაციის საშუალება. ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა. რესტრუქტურიზაცია კი ფაქტობრივად, რწმენის გამოხატულებაა. გვჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება და ბიზნესმენები არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდებიან“,- ამბობს „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023