ფინანსები
30/07/2020

კრიპტოვალუტის ფასი იზრდება

კრიპტოვალუტის ფასი იზრდება. კოინმარკეტკეფის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 11 000 დოლარს გადაცდა. ბაზრის კაპიტალიზაცია კი 204.5 მლრდ-ს აღწევს.

ბაზრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში COVID 19-ის ფონზე სტიმულირების ღონისძიებები დოლარის გაუფასურებას გამოიწვევს, რაც კრიპტოვალუტაში ინვესტიციის დამატებით სტიმულირებას უზრუნველყოფს.

საქართველოში,  როგორც მომხმარებლების, ასევე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის მოცულობა ბოლო თვეებში 30%-ითაა გაზრდილი.

როგორც ქართული ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, 2017-18 წლებში კრიპტოვალუტაზე პიკური მოთხოვნისა და ვარდნის შემდეგ მოთხოვნა დღეს სტაბილურია. 

იმის გამო, რომ საქართველოში კრიპტოვალუტის სფეროში რეგულაციები არ არის, ბაზარზე გარკვეული პრობლემებია, განსაკუთრებით ეს საერთაშორისო ტრანსფერებს ეხება. ამიტომ კომპანიები მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღებას ემხრობიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023