ფინანსები
02/11/2022

კრედოში დოლარის განაღდებაზე შეზღუდვაა, რუბლი ულიმიტოდ გაიცემა

კრედო ფულად გზავნილებზე საკომისიოს აუქმებს. აქცია 1 ნოემბრიდან იწყება და სწრაფი ფულადი გზავნილების მხოლოდ 3 კომპანიას Contact-ს, Zolotaia Corona-ს და Unistream-ს ეხება. აღნიშნული სისტემებით გადმორიცხულ აშშ დოლარს, ევროს და რუბლს საქართველოში უპროცენტოდ გაანაღდებენ (სტანდარტული ტარიფი გადმორიცხული თანხის 0.6%-ია). 

რუბლის განაღდება შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლევბელი, თუ ბანკის სალაროში აღნიშნული ვალუტა საკმარისი რაოდენობიაა, გადმორიცხულ აშშ დოლარიდან კი მხოლოდ $2 000 -ის განაღდებაა შესაძლებელი. გზავნილის მიმღები, გადმორიცხული დოლარის დარჩენილი ნაწილს ლარში გადახურდავებულს  გაიტანს (კრედო ბანკის კურსით). დოლარისგან განსხვავებით, ბანკის შიდა პოლიტიკით, შეზღუდვა არც ევროზე მოქმედებს.

უცხოელი მოქალაქეების მომსახურების გამარტივებისთვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისთვის, კრედობანკი ფილიალების ქსელს ახალ მიმართულებას ამატებს - ექსპატ სერვისცენტრებს. თბილისში 2 გაიხსნა, მე-3 ბათუმში ამოქედდება (კრედო ბანკი, სულ, 81 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 14-ით, თბილისში.

Unistream-სა და  Zolotaia Corona-ს გადმორიცხვებზე, საქართველოს მთლიანი გზავნილების 55.5% მოდის (სექტემბრის მონაცემებით, სებ-ის,ბოლო უახლესი სტატისტიკით). შარშან ანალოგიურ პერიოდში   Unistream/Corona-ს წილი 26.7% იყო.

                                   09/2022                                           09/2021

Contact                  16 834,1                                                     

16 503,3

Zolotaia Corona    44 125,6                                             

120 133,7

Unistream              11 969,5                                              

94 695,9

 წყარო: სებ-ი (მლნ $)

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023